ბოდბელი მიტროპოლიტის, იაკობი კორონავირუსის გავრცელებას შემოდგომაზე გამართულ არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ ამისთვის პოლიტიკოსებს “პასუხს მოსთხოვენ”:
“ჩატარდა არჩევნები. იმის გამო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო და მაგენი გამოგვერჩია, 3000-ზე მეტი ადამიანის მსხვერპლი მივიღეთ. ამაზე მოვა დრო და ყველას პასუხს მოვთხოვთ. ახლა არც პარლამენტი გვაქვს, არაფერი გვაქვს, ქვეყნის მტრობაა, რაც ხდება”, – ამბობს მეუფე იაკობი.
კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად ერთი წლის წინ გამოცხადდა – ის წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა.
მიუხედავად მსოფლიოში არსებული მსგავსი პრაქტიკისა, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პანდემიის პირობებში უარი თქვა, დროებით შეეცვალა ერთი კოვზით ზიარების წესი.