საქართველოში 1139 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 231 პირი იმყოფება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1139 მძიმე პაციენტიდან თბილისში 514 პირი მკურნალობს, აჭარაში – 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 7, იმერეთში – 17.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.










