ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 232 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პაციენტების, სამედიცინო პერსონალის და საკარანტინო სივრცეებიდან დღეს და ხვალ გამსვლელ პირთა ბიოლოგიური ნიმუშებია.
მისივე ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეებიდან 34 პირი გავიდა. ამ დროისთვის კარანტინში 351 მოქალაქე იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.