ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 646 დაფიქსირდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოში, 1 364 პირი გადის მკურნლობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 1236, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 60. იმერეთის კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 244 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი 15.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 6 007 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 883 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 164 786-მდე.