ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 239 გამოვლინდა ,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 007 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 246, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 49. რეგიონში კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 85, საკარანტინე სივრცეებში კი 68.
იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 3 644 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 282 პირი.