იმერეთში კორონავირუსის გამო თვითიიზოლაციაში 172 ადამიანი იმყოფება – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა. მისივე თქმით მათგან 97 ქალია და 75 კაცია.
მან “მეგა ტვ”-თან იმერეთში საკარანტინე ზონებზე და ქუთაისში კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევების დაწყებაზე ისაუბრა.
“იმერეთში საკრანტინე ზონად ძირითადად საჩხერე იყო გამოყენებული, ასევე ადგილობრივი გუბერნატორის, მერებისა და მუნიციპალური სამსახურების დახმარებით შერჩეულია 9 სხვადასხვა ობიერქტი, ეს არის ობიქტები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. ქუთაისში არის ერთ-ერთი კერძო სასტუმრო, რომელიც არის ქალაქის განაპირა, ქალაქიდან მოშორებით.
რაც შეეხება ლაბორატორიულ კომპონენტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით, მაქსიმალურად ოპერატიულობის გაზრდის მიზნით მოგვცეს დეცენტრალიზაცია კვლევების. ქუთაისსა და ბათუმში გვაქვს ამის რესურსი, როგორც ტექნიკური ისე ინტელექტუალური თვალსაზრისით. გარკვეული ტრენინგენი, დამატებითი, ჩვენმა პერსონალმა უკვე გაიარა, ახლა მიმდინარეობს მუშაობა ხარისხის მიმართულებებზე რომ, უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის კვლევები. როგორც კი ამ პროცესებს დავასრულებთ, ვფიქრობ რომ იმ კვირიდან შევძლებთ ადგილზე PCR მეთოდით კვლევების ჩატარებას.” – განაცხადა “მეგა ტვ”-თან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 14 ადამიანი თბილისი ინფექციურ საავადამყოფოში, ერთი კი საჩხერეში გადის მკურნალობას. დაავადებუ 4 ადამიანს პნევმონია აღენიშნება, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.