LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“SOS! პალუნდრა!! კაცია ცოცხლად შამარხული!”-ქუთაისში დახმარებას ითხოვენ

იმერეთში ზარალი 8 100 000 ლარს შეადგენს-რას გეგმავს მთავრობა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

დაპოსტა 2023/01/17-ში
A A
71
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით სტიქიის შედეგების გასაცნობად იმერეთში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან ერთად, ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.

,,როგორც იცით რამდენიმე დღის წინ დასავლეთ საქართველოში კერძოდ იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში სტიქია იყო, რომელმაც დააზარალა მოსახლეობა, სამწუხაროდ გვყავს ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული. დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად ჩამოვედი იმერეთის რეგიონში, სადაც განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა რიგი პრობლემები შექმნა. შევხდით მერებს და ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომლებიც ჩართულები იყვნენ სტიქიასთან ბრძოლაში. მინდა აღვნიშნო, რომ სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან ადგილობრივ ხელისუფლებას და მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციას ყოველდღიურად მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა მოსახლეობასთან. იმ მასშტაბებიდან გამომდინარე, რაც მოიტანა სტიქიამ რის გამოსწორებაც შეიძლებოდა პარალელურად ხდებოდა რიგი პრობლემების დროულად მოგვარება. პრემიერის გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ იქნა გამოყოფილი თანხები, რომელიც უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას. სამ რეგიონში სამი ათასამდე კერძო მოსახლის სახლია დაზიანებული, სამასამდე მრავალბინიანი კორპუსის სახურავი და დაახლოებით 80-მდე მუნიციპალური თუ სახელმწიფო შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას, მათ შორის არის 70-მდე სკოლა. პრემიერის დავალებით განათლების სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა სკოლების აღდგენასთან დაკავშირებით. ასევე, ფინანსთა სამინისტროში თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმებით დაზუსტდება თანხის ოდენობა და დაუყოვნებლივ დაიწყება აღგენითი სამუშაოები. ხვალ ვესტუმრები სამეგრელოს და გურიის რეგიონს, იქ შევხვდები მოსახლეობას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დავგეგმავთ შემდგომ ღონისძიებებს იმისთვის, რომ დროულად იქნას გადაჭრილი ის პრობლემები, რაც სტიქიამ მიაყენა ჩვენს თანამოქალქეებს” – ლერი ბარნაბიშვილი.

 

,,იმერეთში არსებული ოთხდღიანი სტიქიის შედეგად 1145 შენობა დაგვიზიანდა. პირველადი მონაცემებით ზარალი დათვლილი გვაქვს და შეადგენს 8 100 000 ლარს, თუმცა ზარალის რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიძლება ისევ გაიზარდოს. სახელმწიფო რა თქმა უნდა მყისიერად რეაგირებს ამ მიმართულებით და ჩვენ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ გარკვეული მიმართულებით ზარალის ანაზღაურება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ის შენობა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა არ იქნება დახურული“ – განაცხადა მედიასთან საუბრისას ზვიად შალამბერიძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე დასახეს პრობლემის მოგვარების ღონისძიებები და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად იმერეთისთვის გამოსაყოფი თანხის შესახებ იმსჯელეს. დღესვე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონის მერებთან შეხვედრა გამართეს, სადაც იმსჯელეს 12-ვე მუნიციპალიტეტში ქარისგან მიყენებული ზარალის შედეგებსა და აღმოფხვრაზე. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების მიმდინარეობისა და დროულად დასრულების ვადები. იმერეთში ძლიერმა ქარმა 4 დღის განმავლობაში რიგი პრობლემები შექმნა, მათ შორის ამ დრომდე 1145 შენობას აქვს სახურავი დაზიანებული. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი სახის შეხვედრებს ხვალ სამეგრელოსა და გურიაშიც გამართავენ.

თეგები: სტიქიასტიქიით დაზარალებულები
გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“, - წერს აჩიკო...

დაწვრილებითDetails

ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს – ქუთაისში პატარა გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს  – ქუთაისში პატარა გოგოს ემშვიდობებიან
მთავარი

"ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს" - ქუთაისში, მძიმე დაავადებასთან მებრძოლი პატარა გოგონა გარდაიცვალა ელენიკო ორბელაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მძიმე დაავადებას ებრძოდა. პატარა ელენიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საზოგადოებამ ჯერ კიდევ გასულ...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე” – კაია კალასი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ – კაია კალასი
მთავარი

მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს...

დაწვრილებითDetails

“საქართველომ უნდა გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი” – ევროკომისიის ანგარიში

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის კუთხით საქართველოს წინსვლა არ განუცდია – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

საქართველოში სულ უფრო მეტად რეპრესიული კანონების მიღებით ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა , - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ „2026 წლის გაფართოების პაკეტშია“ ნათქვამი. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, რეპრესიული კანონების მიღების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

” საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია ” – მარტა კოსი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია”- მარტა კოსი
მთავარი

საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას -ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა...

დაწვრილებითDetails

“უცხოური გავლენის“ შესახებ შემზღუდავი კანონმდებლობა განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებას იძლევა “- ევროკომისია

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
საქართველომ კვლავ უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის ჰოლისტიკური და ეფექტური რეფორმა – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველ პარტიასა და აღმასრულებელ ინსტიტუტებში გრძელდება. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდული რჩება - სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ, -...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია”- ევროკომისიის ანგარიში

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
გაწეულ უნდა იქნას უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელია მედია გარემო – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და...

დაწვრილებითDetails

ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული
მთავარი

ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - "პირველების" ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამ წუთებში 15-მდე ჯგუფი მიემართება. შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“, ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ტელეწამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: 5 ნოემბერს  საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"