“სამწუხაროდ კიდევ დაგვემატა რამდენიმე სკოლა, სადაც გვყავს ინფიცირებული არა მარტო ბავშვები, არამედ მასწავლებლებიც” – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განცხადა. მისივე თქით ასევე ინფიცირებული არიან ბაღის აღსაზრდელები.
“ჯამში 18-მდე სკოლაა სადაც დაგვიფიქსირდა ვირუსი, აქედან უმეტესობა არიან ბავშვები და შესაბამისად სკოლები მთლიანად არ გადასულა ონლაინ რეჟიმზე, გადასულია მხოლოდ მათი საკლასო ოთახები. სულ რამდენიმე სკოლაა, რომელიც მთლიანად გადავიყვანეთ დისტანციურ სწავლებაზე, იქიდან გამომდინარე რომ რამდენიმე შემთხვევა უკავშირდება მასწავლებლებს და მათ სხვადახვა კლასთან ჰქონდათ შეხება.” – ამბობს ზვიად შალამბერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
ქუთაისის რამდენ სკოლაში დაფიქსირდა კოვიდ19 და როდის დაბრუნდებიან მოსწავლეები კლასებში










