თბილისი, იმერეთი… – რომელ რეგიონებს სტუმრობენ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად
თბილისი, იმერეთი… – რომელ რეგიონებს სტუმრობენ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.288 მილიონი იყო. მათ მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.584 მილიონი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 2%-ით, ხოლო განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.1%-ით არის გაზრდილი.
ყველაზე მონახულებად რეგიონებს შორის თბილისი და იმერეთი ლიდერობს
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში (საშუალოდ 415 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 322.4 ათასი ვიზიტი თვეში) განხორციელდა.
რეგიონები, რომლებსაც 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ (მოცემულია თვიურად ვიზიტების საშუალო რაოდენობა):
თბილისი – 415 ათასი ვიზიტი;
იმერეთი – 322.4 ათასი ვიზიტი;
აჭარა – 163.4 ათასი ვიზიტი;
კახეთი – 132.7 ათასი ვიზიტი;
შიდა ქართლი – 124.4 ათასი ვიზიტი;
ქვემო ქართლი – 114 ათასი ვიზიტი;
მცხეთა-მთიანეთი – 94.6 ათასი ვიზიტი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 94.2 ათასი ვიზიტი;
სამცხე-ჯავახეთი – 67.2 ათასი ვიზიტი;
სხვა რეგიონები – 58.5 ათასი ვიზიტი.









