ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 980 დაფიქსირდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 267 ადამიანი იმყოფება, მათ შორის მძიმე პაციენტია 247 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 45. იმერეთის კოვიდ-სასტუმროში, 343 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინე სივრცეებში კი 28.
ამ ეტაპისთვისიმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 4 605 პირი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-126 904-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა.