ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია წერს.
“ეს ფოტო გადაღებულია ქუთაისში, გაბაშვილის გორაზე, ამა წლის 22 მაისს. სურათზე ჩემს გარდა მოჩანან მწერალი გიზო თავაძე, თემურ ამყოლაძე და გიორგი კიკვაძე. იქ ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიის სხდომაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე, რომელიც ოდნავ წინ იდგება. ზომაც სხვა ექნება.
აქვე გარკვევით ითქვა, რომ კიკვიძის ძეგლი ყველა წესის დაცვით გადატანილი იქნება მუზეუმში, როგორც არტეფაქტი. ვიღაცეების გასაგონად კიდევ ერთხელ: არავითარი ბუშის, გენშერის ან ჰავიერ სოლანას ძეგლის დადგმას აქ არავინ არ აპირებს და პროვოკაციულ განცხადებებს შეეშვან!” – წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია,
ცნობისთვის, ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში. მანამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილი ძეგლის აღებას წლების განმავლობაში ითხოვდა.








