,,მე ვარ თანახმა ჩემი გამოკეტილი სამღვდელო კაბა, ოლარი, საბუხრეები და რიტუალისთვის აუცილებელი ატრიბუტები გადმოვიღო, შევიმოსო, ავიღო სრული პასუხისმგებლობა გარდაცვლილი ბავშვის გადაწყვეტილებაზე, მის აქაურ და იქაურ ცხოვრებაზე და ავიღო საკუთარ თავზე ის მძიმე ტვირთი’ც რომ ამ წესს შევასრულებ ‘მღვდლად კურთხევის გარეშე’ და ‘მაღალი სასულიერო იერარქიის ‘კურთხევის’ გარეშე!!! ‘სამღვდელოება ელოდება ექსპერტიზის პასუხს წესი აიგოს თუ არა 11 წლის გარდაცვლილს’ ეს არის ის ‘ფსკერი’ რომლის დასანახადაც სიმაღლეზე ასვლა აღარ არის საჭირო… ეპარქიაში ვერ მოიძებნა სასულიერო პირი რომელსაც ექნებოდა სულიერი ‘გამბედაობა’ (რა გამბედაობაზეა საუბარი 11 წლის ბავშვზე ვსაუბრობთ) რომელიც ნაწილობრივ პასუხისმგებლობას (წესის აგება ნაწილობრივი პასუხისმგებლობაა და არა სრული) აიღებდა მოკლული ბავშვის სულზე!!! რა ექსპერტიზის ლოდინი უნდა? ბავშვის თვითმკვლელობამდე რომ მოდის ‘მოკლული’ ქვია და არა ‘თვითმკვლელი’!!!
ყველაფერს აქვს ზღვარი და ყველაფერს აქვს საზღვარი… ამ ორს მიღმა უკვე ‘ფსკერია’ …რომლის თმენა და მოთმენა აღარ შეიძლება და უკვე შეუძლებელია…
პ.ს იმედია გამოჩნდება ერთი სასულიერო პირი მაინც რომელსაც გული ემორჩილება და გონება უმუშავებს…”-წერს თორნიკე ჯგერნაია სოციალურ ქსელში.