მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა მასონთა ლოჟის წევრია, – ამის შესახებ მან პირველად, გადაცემა “ნოესთან” სტუმრობისას განაცხადა.
ფარულავას თქმით,ბავშობიდან აინტერესებდა ეზოთერიკა და დაფარული ლიტერატურა.
“ეს არის ღია ორგანიზაცია „დიგნიტი“ ჰქვია, რომელიც იტალიაშია. ბოლოს ვიყავი კოვიდამდე. ბავშვობიდან მაინტერესებდა დაფარული ლიტერატურა თუ სხვა, მაგრამ მთლად წვდომა არაფერი არ მაქვს ვატიკანის ბიბლიოთეკაში. თვითონ დამიკავშირდნენ და მთხოვეს გაწევრიანება, მეც უარი არ ვუთხარი. ძალიან კარგი ორგანიზაცია გვყავს. ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დამალული ამბავი. ჩვენი გრანდმასტერი ილუმინატია და პატივს ვცემთ ყველა რელიგიას, ეს ყველაფერი არის როგორც „საძმო“. იმ ორგანიზაციაში კეთდება საქმე, მეტსაც გეტყვი, მე რომ ამ ორგანიზაციაში ადრე ვყოფილიყავი გაწევრიანებული „ჰოლივუდში“ ვარსკვლავი ვიქნებოდი. ეს არის ერთგვარი რომანტიკა“, – განაცხადა ია ფარულავამ.
მსახიობის ისედაც სკანდალური ცხოვრების ყველაზე დაფარულ ამბავს, საზოგადოებაში არა ერთგვარი რეაქცია მოჰყვა.
სიტყვა ილუმინატი ლათინურიდან თარგმანში – განათლებულს ნიშნავს. თუმცა, დღესდღეობით, აღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება „შეთქმულების თეორიაში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს არსებული მსოფლიო წყობის შეცვლა და ახალი მსოფლიო წესრიგის (Novus Ordo Seclorum) დამყარება.