LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი – გოგაშვილი გომელაურს

თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი – გოგაშვილი გომელაურს

დაპოსტა 2022/08/17-ში
A A
138
ნახვა
გაზიარება

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართავს. გოგაშვილი მოუწოდებს ვახტანგ გომელაურს, რომ „ეყოს კაცური გამბედაობა“ და ნამოქმედარზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა. შენ აღარ ხარ ,,ლიჩნიკი’’, შენ ხარ შს მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობის პირი და მმართველი ბანდის პოლიტსაბჭოს წევრი. ვიცი, რომ წლების მანძილზე პრაქტიკაში კარგად მოირგე შენი გაფუჭებულის სხვაზე გადაბრალება, სხვისი დასჯა და შენი თანამდებობის, ასევე არაოფიციალური კოლოსალური შემოსავლის შენარჩუნება, რომელიც ყოველთვიურად უტოლდება 10 000 რიგითი პოლიციელის შემოსავალს.

სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, მაგალითად მინდა გავიხსენო, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში. ამის ნაცვლად შენ შეხვდი საიდუმლოდ მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე, უარესიც, თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდით ფულს და დაავალეთ ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულში. სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა და გამწარებულ მამას მიაღებინა შურისძიების გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ. ბინძურმა ადამიანმა თავის დავალების შესრულების დასტურად ჩანაწერიც გააკეთა, რომელიც კეთილი ადამიანების წყალობით ჩემს ხელში აღმოჩნდა. მე შევკრიბე ყველა მტკიცებულება და ამ ბინძური ადამიანის წინააღმდეგ შევიტანე საჩივარი პროკურატურაში. ეს მასალები ახლა შენს უწყებაში დევს და შენ მას ცივ ნიავს არ აკარებ.

ვახო, მიუხედავად მუქარისა, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ამ სისტემას არ დავანგრევ.

ამას მე შენთვის და შენი ოჯახისთვისაც ვაკეთებ, რადგან მალე, როცა ეს მთავრობა აღარ იქნება და სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლდება ოლიგარქის მარწუხებისაგან, დადგება დრო, აგო პასუხი შენს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მაშინ კი აღარ შემოგივარდებიან შენც შუაღამისას სახლში, არ ჩაგიდებენ იარაღს და ათას სიბინძურეს და შენს შვილ ლუკაჩოსთან ერთად კი არ გათრევენ მიწაზე, არ გირტყავენ და პირში ლულებს არ ჩაგთხრიან შენ და შენს შვილს, არამედ თავისუფალ უწყებაში დაგიბარებენ, სუფთად ჩაცმულს, წაგიყენებენ ბრალს და მოგაბრძანებენ N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ვინტილაცია უკვე გაკეთებული იქნება და დიდხანს ისუნთქებ გრილ და სუფთა ჰაერს. პ.ს ეს წერილი არ ითვალისწინებს შეგონებას, რამე

თუ ვიცი, რომ ,,იმის’’ ბრძანების გარეშე, არაფერს არ იზავ. ეს უბრალოდ ტელეფონში რაც ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა, ახლა გწერ. დროებით ,,ღირსეულო გენერალო“,- წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება55

დაკავშირებული -პოსტები

მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, 35 წლის რევაზ ელიზაბარაშვილია

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, 35 წლის რევაზ ელიზაბარაშვილია
მთავარი

რევაზ ელიზაბარაშვილს, რომელიც გორის ცენტრში დედა-შვილს დაეჯახა 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ 35 წლის ბიზნესმენს ბრალდება უკვე წარუდგინა.   დაკავებულს პროკურატურა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ობიექტს, სადაც მუშა გარდაიცვალა შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქუთაისში  კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში ობიექტს, რომლის მშენებლობაზე მომხდარ ნგრევას ერთი პირი ემსხვერპლა, შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა - ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს და წერს, რომ უწყებამ "მომხდარი ინციდენტის მოკვლევა დაიწყო" ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე ბეტონის...

დაწვრილებითDetails

14 839 ავტოსაგზაო შემთხვევა, 92 დაღუპული და 989 დაშავებული – რა მდგომარეობაა საქართველოს გზებზე

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
თურქეთში ავარიას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა
მთავარი

ავარიები საქართველოში ყოველდღიურ რეალობად იქცა. თითქმის არ გადის დღე, რომ გზებზე მომხდარი მძიმე შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 14 839 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. რასაც მოჰყვა ...

დაწვრილებითDetails

გიორგი არაბიძის სწავლას კატალონიაში სრულად დააფინანსებს ამერიკელი სპონსორი

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქუთაისელმა გიორგი არაბიძე “საერთაშორისო გენიოსების მუსიკალური ონლაინ კონკურსი”-ს გამარჯვებულია
მთავარი

ქუთაისელი მუსიკოსის გიორგი არაბიძის სწავლას კატალონიაში სრულად დააფინანსებს ამერიკელი სპონსორი - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსი წერს. "ძვირფასო მეგობრებო! თითოეულ თვენგანს დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვისა და სიყვარულისთვის, თქვენი გვერდში დგომა...

დაწვრილებითDetails

სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
რა ჯდება მართვის მოწმობის აღება
მთავარი

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ. სერვისით...

დაწვრილებითDetails

კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეთ მოზარდებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ძილის დარღვევა არაერთი ქრონიკული დაავადების განვითარებას უწყობს ხელს
მთავარი

გაერთიანებულ სამეფოში უფროსი ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე ღამის „კომენდანტის საათი“ დაუწესდებათ, თუმცა, მოზარდებს შეეძლებათ უარი თქვან ამ შეზღუდვაზე საკუთარი ანგარიშის პარამეტრების შეცვლით. მთავრობის გეგმის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ისეთი აპლიკაციები,...

დაწვრილებითDetails

თუ 1 წლამდე ასაკის ბავშვი გყავთ – ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე
მთავარი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე ზაფხულის სეზონზე თავდაცვის მიზნით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. პროფესორი განმარტავს, მოქალაქეებმა რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ინფექციების თავიდან არიდების მიზნით, როგორც ზღვის, ისე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
მთავარი

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, რომელიც ტექნოლოგიურ ჰაბად უნდა გადაკეთდეს, წვეულება გაიმართება - IT ჰაბის გახსნის ღონისძიებაში 515 008 ლარი დაიხარჯება. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე პირდაპირი შესყიდვით გააფორმა შპს...

დაწვრილებითDetails

ზურა ჯაფარიძეს სკუტერით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
კარგად ვარ,არაფერია სანერვიულო-ზურა ჯაფარიძე
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა- გირჩი ჯაფარიძეს, მანქანა დაეჯახა. როგორც თავად ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა სკუტერით გადაადგილებისას მოხდა. „სკუტერზე მანქანა დამეჯახა. კარგად ვარ, მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა...

დაწვრილებითDetails

16 წუთში 3 ჯარიმა რომ დაეწერა, პატრულმა რატომ არ დააკავა? სად იყო პატრული გორში ასეთი სისწრაფით რომ მოძრაობდა – გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ტრაგედია გორში – ცნობილია ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
მთავარი

"ჩემი ანა 12 წელი უცხოეთში ცხოვრობდა, გადასასვლელის ნიშნის გარეშე არ გადადიოდა არასოდეს! უაღრესად პასუხისმგებლიანი იყო" - ამის შესახებგორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ანი ბე­რი­ა­ნი­ძის ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში წერს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"