დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუკი მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცავს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადი იქნება და ივნისში მდგომარეობა მშვიდი იქნება.
“ყველას მოვუწოდებ რეკომენდაციების დაცვისაკენ. თავი უნდა შევიკავოთ როგორმე წვეულებებისგან და უნდა გავაქტიურდეთ ვაქცინაციაზე. ამ დონეზე, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. თუკი აპრილსა და მაისს იმ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, როგორიც დღეს გვაქვს, მაშინ თბილ ამინდში, ივნისში უფრო მეტად დამშვიდებულები შევალთ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.










