LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე

“თუკი რამეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში…ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მათ გადავასწროთ”-კობახიძე

დაპოსტა 2026/10/07-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში – ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მოლდოვას და უკრაინას გადავასწროთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებას, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და ისურვებდა, რომ „იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა“.

კობახიძის თქმით, მათი გზა არის მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების, და ეს გზა გაგრძელდება.

„ევროპარლამენტი საერთოდ არ არის საინტერესო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სიცრუის გარდა ეს ორგანო, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაფერს ავრცელებს.

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მოლდოვას და უკრაინას გადავასწროთ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების, და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტზე, სადაც საქართველოზე საუბარი არ არის, რაზეც მან აღნიშნა, რომ საქართველო 1000 ნაბიჯით, უსწრებს როგორც უკრაინას, ისევე მოლდოვას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს.

„ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს არჩეული – მთავარია, რომ ვიხილოთ სამართლიანი, სწორი და ჯანსაღი მიდგომა ევროკომისიის მხრიდან. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკის სურვილი და ნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ჩვენ გზას განვაგრძობთ ევროინტეგრაციის მიმართულებით. იცით, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90% უკვე შესრულებულია. პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. იცით, რა მდგომარეობაა საქართველოში – რამდენად ვუსწრებთ, 1000 ნაბიჯით, როგორც უკრაინას, ისევე მოლდოვას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს. დანარჩენი უკვე ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავია. თუ ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება ექნება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროინტეგრაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს, სახელწოდებით – „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“.

კობახიძის თქმით, სასამართლოს საქმეების პოლიტიზების მცდელობა არის ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს.

„როცა ამას ვერ იაზრებს კონკრეტული ევროპული ორგანო, ეს ტრაგიკული მოვლენაა. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ მათ თავისთავად არ ესმით, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ჩარევა, მითუმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო, რომელიც გაფართოების წინა პოლიტიკას გადახედავს, განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებს და იმ ქმედებებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად.

კერძოდ, საუბარია ოთხ კანდიდატ ქვეყანაზე – ალბანეთზე, მოლდოვაზე, მონტენეგროსა და უკრაინაზე, რომელთათვისაც 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისია საორიენტაციო საგზაო რუკებს წარადგენს.

ამასთან, როგორც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გუშინ აღნიშნა, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ის რაც საქართველოში ახლა ხდება წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში.

„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა”, – განაცხადა მარტა კოსმა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ზოგი აქებს, ზოგი ლანძღავს, ეს მეტყველებს, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არავის აქვს მორალი”- ირაკლი კობახიძე მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

თუკი ვინმე გაიაზრებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა და მოინანიებს ამ ქმედებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე, გვექნება...

დაწვრილებითDetails

“შემცივნება, ცხელება და უკიდურესი სისუსტე”-რა სიმპტომები ახასიათებს შავ ჭირს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
“შემცივნება, ცხელება და უკიდურესი სისუსტე”-რა სიმპტომები ახასიათებს შავ ჭირს
მთავარი

შავი ჭირი საშიში ბაქტერიული ინფექციაა მაღალი სიკვდილიანობით. მას იწვევს ბაქტერია Yersinia pestis . შავი ჭირის 3 ფორმა არსებობს: ბუბონური შავი ჭირი, სეპტიცემიური შავი ჭირი და პნევმონიური შავი ჭირი. შავი ჭირის...

დაწვრილებითDetails

„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

„ალტა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „მადლობა 25 წლის ერთგულებისთვის, დაუღალავი შრომისთვის, სიკეთისთვის და იმ დიდი კვალისთვის, რომელიც ალტას ისტორიასა და ჩვენს გულებში დატოვე. ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, ალტას IT დირექტორს - თავისი...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 10 000 ლარამდე გაიზარდა – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება. მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ...

დაწვრილებითDetails

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული რჩება

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული რჩება
მთავარი

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა
მთავარი

პოლონეთში ოსტროლენკას პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. RMF-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის მასწავლებელიცაა. 2 დაშავებულის...

დაწვრილებითDetails

” სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს”- პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სასწაული შვილების თაობა წამოვიდა, ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, რომ იჯექი ციხეში არ გამოხვიდეო და კიდევ კარგი მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს, იჯექი ციხეში...

დაწვრილებითDetails

“წელს საქართველოში 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება…” – ივანე ჩხაიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე
მთავარი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, წელს საქართველოში დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო, 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება, რომელიც 3-კომპონენტიანია და მოიცავს 2 „ა“...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"