„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მასსა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
გუშინ “მთავარის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას “მთავარიდანაც” კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს “რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა” იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, ნაცმოძრაობის ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია.
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ “მთავარის” ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ.”
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგი იყო. ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების...
მარნეულში დღეს, შუადღის საათებში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიაში მოხდა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ადგილზე...
პარლამენტმა დაჩქარებული წესით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს. მიღებული კანონის თანახმად, სემეკი...
ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,...
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს მთელი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გამორჩეული თანამშრომლის ინგა მებონიას გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და პროფესიული გზა 25 წლის განმავლობაში ურყევად უკავშირდებოდა აჭარის რადიოს....
ჯერჯერობით საპატრიარქოში საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ, ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება, - ამის...
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულებმა - კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს. შესაბამისი პოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. რაც...
გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების...
4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო...