„გარემოსდაცვითი კონტროლის დროს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნაპოვნი დაზიანებული ფრინველი ან ცხოველი, შეიძლება იყოს სამართალდარღვევის ობიექტი. სწორედ ამიტომ, დეპარტამენტი თითოეული მსგავსი ფაქტის შესწავლას ახდენს. დაზიანებული ფრინველი ან ცხოველი დეპარტამენტის თანამშრომლებს ზოოპარკში გადაჰყავთ, სადაც მათ სათანადო მკურნალობას უტარებენ. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, სახეობებს ველურ ბუნებას ვუბრუნებთ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაზიანებული ფრინველებისა და ცხოველების გადარჩენა, არც თუ იშვიათად გვიწევს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ქურციკაშვილმა.
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს
მკვლელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა...










