“მეუფე დიმიტრის სხვა მღვდელმთავრებისაგან განსხვავებით თბილისში მარბიელები არ გამოუგზავნია – ეს სიცრუეა”, – ამის შესახებ მეუფე დიმიტრიმ განაცხადა.
მისი თქმით, მას, ისევე როგორც სხვა მღვდელმთავრებს მარბიელები არ ჰყავს და არც ჰყოლია.
“რაც შეეხება მოძღვრებზე გაცემულ კურთხევას დარჩენილიყვნენ ეპარქიაში და ლოცვით გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება მოვლენებისადმი – ვადასტურებ, რომ ეს ასე იყო, ხოლო მრევლს ვისაც სურვილი გაუჩნდებოდა თბილისში მოვლენების მშვიდობიანად დასრულების ლოცვაში მონაწილეებისა, მათთვის ხელი არ შეეშალათ”, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.










