თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს დაეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.