2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.
კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით მოემსახურება.
ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, 15 ივლისიდან კი ბილეთები ვებ-გვერდის მეშვეობით Georgianwings.com იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მხოლოდ Georgian Wings-ი სთავაზობს მგზავრებს.









