თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ორი პაციენტი დატოვებს, – ამის შესახებ კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
რატიანის ინფორმაციით, 22 კვირის ორსულს კორონავირუსზე უკვე ტესტი ჩაუტარდება და ორჯერადი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის კლინიკას დატოვებს.
„რაც შეეხება ორსულებს, ერთ მათგანთან გავიდა მე-14 დღე, 22 კვირის ორსულთან, იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი. რაც შეეხება რვა კვირის ორსულს, მისი და ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს“ , – აღნიშნა რატიანმა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 71 პაციენტია, აქედან 53-ს კორონავირუსი აქვს. დადასტურებული
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.