2022 წლის ოქტომბერი ასტროლოგიური მოვლენებით საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც თითოეულ ჩვენგანზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.
ერთ-ერთი აღსანიშნავი კი მზის ნაწილობრივი დაბნელებაა, რომელიც 25 ოქტომბერს იქნება. მზის დაბნელება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ პრობლემებს შექმნის.
მზის ნაწილობრივი დაბნელება ყველაზე ძლიერ გავლენას მოახდენს იმ კუროზე, რომელიც დაიბადა 22-დან 27 აპრილის ჩათვლით, მერწყულზე, რომელიც დაიბადა 22-დან 27 იანვრამდე და მორიელზე, რომელიც დაიბადა 25-დან 29 ოქტომბრამდე.
დაბნელების შედეგები ნაკლებად იმოქმედებს 24-დან 29 ივლისამდე დაბადებულ ლომებზე და ქალწულებზე, რომელთა დაბადების თარიღი 25-დან 29 აგვისტომდეა. 23-დან 28 დეკემბრამდე დაბადებული თხის რქები ასევე ოქტომბრის დაბნელების შედეგებს განიცდიან.
მზის ტრანზიტებიდან აუცილებელია აღინიშნოს ტრინი სატურნისკენ 13 ოქტომბერს, ტრინი მარსისკენ 17 ოქტომბერს, კვადრატურა პლუტონთან 19 ოქტომბერს, ვენერასთან შეერთება 22 ნოემბერს, ასევე მორიელთან შეერთება 23 ოქტომბერს. ტრინები დადებით გავლენას მოახდენს ჩვენი მიზნების მიღწევასა და წარსული დამსახურების აღიარებაზე. სწორედ აღნიშნულ ნიშნებს მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა ელით.
ვენერასთან შეერთება ხაზს ჩვენს ფიზიკურ მონაცემებს გაუსვამს და გვაიძულებს, უფრო მეტი დრო საკუთარ თავს დავუთმოთ. ასევე, კარგი იქნება, თუ ამ დღისთვის გარდერობის განახლებაზე ვიფიქრებთ. თუ დიდი ხანია იმიჯის შეცვლა გსურთ და გინდათ, რომ ახალი ვარცხნილობა სცადოთ, შეიღებოთ ან კიდევ სხვა ფორმა მისცეთ, ეს შესანიშნავი პერიოდია.










