LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ გამოიყურება ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეული – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

დაპოსტა 2021/03/22-ში
A A
73
ნახვა
გაზიარება

თანამდებობის პირებს არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

2020 წლის 31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის 2020 წლის ანგარიში. მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, რომ დეკლარაციების შემოწმების მექანიზმი დანერგვიდან ოთხი წლის შემდეგაც სათანადოდ ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა და კორუფციული დარღვევების პრევენცია“, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აღნიშნავენ, იზრდება არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების რაოდენობა.

„იკვეთება 3 მთავარი პრობლემა, რომელიც მონიტორინგისას ყოველ წელს იჩენს თავს და რომელთა მოსაგვარებლად საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

იზრდება არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების რაოდენობა.

მონიტორინგის პირველი სამი წლის განმავლობაში დაჯარიმებულ თანამდებობის პირთა შთამბეჭდავი კლება ფიქსირდებოდა (2017 წელს 80%-დან 2019 წელს 45%-მდე); თუმცა, 2020 წელს დაჯარიმებულთა წილმა კვლავ მატება დაიწყო და 52%-ს მიაღწია (იხ. ცხრილი #1). სხვა სიტყვებით, თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს, რაც ვერ ჩაითვლება ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხად.

გასათვალისწინებელია, რომ ჯარიმების რაოდენობამ მოიმატა იმის მიუხედავად, რომ თანამდებობის პირებს რამდენიმე მიმართულებით შეუმსუბუქდათ დეკლარირების ვალდებულება, მაგალითად: შემოღებულ იქნა არაარსებითი დარღვევის ცნება, რომელიც ჯარიმის მაგივრად გაფრთხილებას ითვალისწინებს; ასევე დარღვევად აღარ ითვლება, თუ თანამდებობის პირი დეკლარაციაში არ მიუთითებს ისეთ კომპანიას, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში არ ჰქონდა ბრუნვა.

მეტიც, არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ. 2020 წელს დაჯარიმებულთა შორის ნახევარზე მეტს 3 ან მეტი ტიპის დარღვევა ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ანდა არასრულია. ეს კი, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების, როგორც ანტიკორუფციული მექანიზმის, მნიშვნელობას და ამცირებს მის ეფექტურობას.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შემდეგი 3 თანამდებობის პირი, რომლებსაც 2020 წლის დეკლარაციაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდათ:

რუსლან აბაშიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (9 დარღვევა)

ოთარ ჩალათაშვილი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (8 დარღვევა)

ნონა რეხვიაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე (8 დარღვევა)“,-აღნიშნავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.

მათივე ინფორმაციით, არ მოწმდება ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციული დარღვევები.

„ 2020 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, აღმოჩენილ დარღვევათა აბსოლუტური უმრავლესობა, წინა წლების მსგავსად, ეხება მხოლოდ დეკლარაციის ფორმაში შეყვანილი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეს. თითქმის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა, როდესაც ბიურომ გამოავლინა ისეთი დარღვევები, როგორიცაა: კორუფციის ნიშნები, ინტერესთა ან/და თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უკანონო გამდიდრება ან/და დაუსაბუთებელი ქონების არსებობა, თანამდებობის დატოვების შემდგომი შეზღუდვის დარღვევა (ე.წ. მბრუნავი კარი) და სხვა ამგვარი დარღვევები.

ამ დროს, მოქმედი კანონმდებლობით, დეკლარაციების მონიტორინგს ორივე ფუნქცია აქვს: 1. დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება; და 2. ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2020 წელს შემოწმებული 341 დეკლარაციიდან მხოლოდ ერთი გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში, თუმცა მონიტორინგის ანგარიში არ აკონკრეტებს ამ თანამდებობის პირის ვინაობასა და დარღვევის შინაარსს.

რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევათა შინაარსს, 2020 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დაჯარიმებული თანამდებობის პირების (178) ნახევარზე მეტი არასრულად ან არასწორად ასაჯაროებს მისი ან მისი ჯახის წევრების შემოსავლებს (69.1%) და საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას (56.4%). თითქმის ნახევარი არასრულად უთითებს უძრავ ქონებას (46.3%), ყოველი მესამე არასრულად უთითებს სამეწარმეო საქმიანობას (35.6%), ხოლო ყოველ მეხუთეს არასრულად აქვს დეკლარირებული დადებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია (21.8%).

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აღნიშნავენ, მოწმდება დეკლარაციების კანონით განსაზღვრული რაოდენობის ნახევარი. კერძოდ, მათივე ცნობით, დეკლარაციების მონიტორინგის ბოლო 4 წლის განმავლობაში 3-ჯერ მოხდა ისე, რომ შემოწმდა კანონით განსაზღვრული რაოდენობის (წლის განმავლობაში შევსებული დეკლარაციების 10%) მხოლოდ ნახევარი.

„ამის მიზეზი არის ის, რომ სპეციალური დამოუკიდებელი კომისია, რომელმაც შესამოწმებელი დეკლარაციების ნახევარი (ანუ ყველა დეკლარაციის 5%) უნდა შეარჩიოს, უკვე მესამეჯერ ვერ შეიქმნა. შედეგად, 2020 წელსაც შემოწმდა დეკლარაციების მხოლოდ 5% (რაც შემთხვევითი პრინციპით, ელექტრონულად შეირჩა)“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია დეკლარაციების მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება – დადგენილება

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის საქმის განხილვა დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ქრონიკა+” - ის რედაქტორის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი კამლაძე დაიკითხება. დღევანდელი, ისევე როგოც სხვა სხდომები დახურულ...

დაწვრილებითDetails

ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ
მთავარი

26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ემ­შვი­დო­ბე­ბა სი­ცო­ცხლით სავ­სე ლა­ნას, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

მოლაპარაკებები დასრულებულია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და...

დაწვრილებითDetails

ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC
მთავარი

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ შედის ქალაქში ათასობით...

დაწვრილებითDetails

“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი
მთავარი

"ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს გამოძახებულია პოლიცია! ველოდებით “ჟუჩოკის” ჩამდები პოლიციელების იდენტიფიცირებას!"  - დაწერა გვიან ღამით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა  „მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია...

დაწვრილებითDetails

ყოველწლიურად ათეულობით შემთხვევა რეგისტრირდება, ლეტალობა 10-40%-ია – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას ტკიპებით გადამდები დაავადებების შესახებ აფრთხილებს და განსაკუთრებით ყირიმ-კონგოს ცხელებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ბუწაშვილი წერს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დაავადებაა ტკიპებით გადამტან ინფექციებს შორის...

დაწვრილებითDetails

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"