თეა წულუკიანის უწყება, მსოფლიო ჩემპიონის, ელენე ქებაძის წერილს პოსტის კომენტარებში ეხმაურება და წერს, რომ მან “უსამართლო პოსტი შექმნა”:
ქალბატონო ელენე, ჩვენ ყოველთვის გვიხარია თქვენი წარმატება და დიდ პატივს გცემთ.
რაკი თქვენ ასეთი უსამართლო პოსტი შექმენით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ შეგახსენოთ იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მხოლოდ ბოლო დროს სპორტის სამინისტრომ თქვენი წარმატებისთვის გაიღო სახელმწიფოს სახელით.
ბოლო დროს, თორემ მხარდაჭერა მხოლოდ ბოლო დროით არ შემოიფარგლება და ამ სპორტის სახეობასაც უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ერთი სპორტსმენისთვის გაღებული სახსრებია.
ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რას დაწერთ კიდევ (დაგვამადლეს, აეროპორტში არ მოვიდნენ და სხვა).
1. თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარი გერიცხებათ სპორტის სამინისტროსგან;
2. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის შესაბამისი პრემია 17 ათასი ლარის ოდენობით ჩაგირიცხათ სწორედ სპორტის სამინისტრომ;
3. 5 156 ლარი – მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა სპორტის სამინისტრომ დაგიფინანსათ;
მოსამზადებელი შეკრებები, ეკიპირება და მრავალი სხვა ხარჯი ასევე სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.
მომავალშიც დიდ წარმატებებს გისურვებთ!