ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
მსუბუქი ავტომობილი სქროლს შეეჯახა.
დაშავებულები არიან მამა-შვილი, რომლებიც სქროლით გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.










