კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
სამი პირიდან ერთ-ერთი დაჭრილი მალხაზ ბოდუაშვილია. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სწორედ მისი მკვლელობა იყო განზრახული. სისხლიანი გარჩევა შურისძიებას უკავშირდება, რომელიც მალხაზ ბოდუაშვილის წინააღმდეგ იყო განხზრახული, თუმცა თავდასხმას ბოდუაშვილის თანამშრომელი ემსხვერპლა.
ცნობისთვის, კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია მანქანაში მსხდომი სამი პირი. დაჭრილები გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალის” კლინიკაში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული სხვაში შეეშალათ და მსხვერპლი იმ პიროვნების ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო განზრახული.
primetime.ge









