LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კახა კალაძე

ზღვარი, რომელიც უნდა არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, დღეს ქვეყანაში წაშლილია-კალაძე

დაპოსტა 2024/07/29-ში
A A
6
ნახვა
გაზიარება

ზღვარი, რომელიც უნდა არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, დღეს ქვეყანაში წაშლილია. ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები – სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არაკონსტიტუციურია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის ფინანსებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

„ძალიან დიდი სისულელეა საუბარი იმაზე, თითქოს, აღნიშნული კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] არის არაკონსტიტუციური. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაკონსტიტუციური? ასეთი რამ ხომ წარმოუდგენელია. კანონი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას. როგორ შეიძლება ეს ევროპულობას ეწინააღმდეგებოდეს, ევროპულ მომავალს დემოკრატიულობას და ა.შ.?

პირველი, რაც მინდა ვთქვა, საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები. ზღვარი, რომელიც უნდა არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, დღეს ქვეყანაში წაშლილია. ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, უბრალოდ, სახელები აქვთ სხვადასხვა და ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც სრული კატასტროფაა. რა თქმა უნდა, უმრავლესობა არ ასაჯაროებს [ფინანსურ დეკლარაციებს] და არავის მიუწვდება ხელი იმასთან დაკავშირებით, თუ ვისგან ფინანსდებიან, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება ფული. ეს კანონი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ის უხერხულობები, რაც იქმნება და რაც უქმნის დასავლეთს ჩვენთან და მოსახლეობასთან ურთიერთობაში, მთლიანად იყოს მოხსნილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამ თემისა, კალაძემ უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ზოგიერთმა საერთაშორისო დონორმა დაფინანსება შეუწყვიტა ორგანიზაციებს საქართველოში და გრძნობს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას. კალაძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ქვეყნის დაჩაგვრა უნდა და ხელების გადაგრეხა, ეს მათი საქმეა“.

„არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია პატრიოტი ადამიანებით, დაიცავს ქვეყნის ინტერესს და არაფერს მოაკლებს. ბევრი გაკეთდა 2012 წლიდან ქვეყანაში და ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა.

არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ რაღაც მიმართულებით ვიღაცამ შეწყვიტოს ფინანსების და სესხების გაცემა. არ არსებობს არგუმენტი იმიტომ, რომ ქვეყანა რეალურად ეკონომიკურად ვითარდება და წინ მიდის. დემოკრატიის ხარისხი ძალიან მაღალია. ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული მიღწევები გვაქვს. თუ ვინმეს ქვეყნის დაჩაგვრა უნდა და ხელების გადაგრეხა, ეს მათი საქმეა. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, რომ საქართველოს ინტერესები, საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა არ იყიდება. დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, შევინარჩუნებთ მშვიდობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე, ჟურნალისტმა თბილისის მერს ჰკითხა, რას იტყოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის შემდგომ საქართველომ საფრანგეთისგან 35 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო, რასთან დაკავშირებითაც, კალაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა უფრო მეტი ღირს“.

„მგონია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა უფრო მეტი ღირს. ძალიან მარტივ რამეს გეტყვით, ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დახარჯა. უბრალოდ უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე, რომელიც ახლა თქვენ თქვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას...

დაწვრილებითDetails

სეს ბაღებიდან 81 ნიმუშის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
მთავარი

ნახშირღელის საჯარო სკოლა: ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “უკვე სამი კვირაა, რაც...

დაწვრილებითDetails

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"