„ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი. ზუსტად რაც სურს მოსკოვს, ისეთი რამ გაკეთეს, საქართველო დაბლოკეს“, – ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელმა პაატა შეშელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ დასავლეთისგან საქართველოს იზოლაცია მოხდება, ეს ფაქტობრივად, ქვეყანაში რუსული ჯარის შემოყვანას ნიშნავს, საქართველოს კი პირიქით, ევროკავშირში ინტეგრაცია სჭირდება.
„ზუსტად ეს უნდა ჩვენს ხელისუფლებასაც. რა მნიშვნელობა აქვს, აქაური მთავრობა როგორი იქნება. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი იქნება დამოკიდებულება და ღიაობა. საქართველოს არ დაურღვევია არც ერთი ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირთან აქვს დადებული.