კორონავირუსის გამო სრულიად იტალიაში კარანტია გამოცხადებული. ქალაქ რიმინის ქუჩებში სიცარიელეა. ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა. მოყვარულმა ოპერატორებმა ქალაქის რამდენიმე ნაწილი გადაიღეს და გაუკაცრიელებული უბნები აღბეჭდეს.
ღირსშესანიშნაობებთან, სადაც, როგორც წესი, უამრავი ადამიანი იყრის თავს, ახლა სიმშვიდეა.