ზესტაფონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ავარიის დროს ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.