LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება

ზემო იმერეთის, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისთვის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა გამოცხადდა

დაპოსტა 2021/09/27-ში
A A
388
ნახვა
გაზიარება

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სოფლის მეურნეობის სექტორში სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთისთვის 1,16 მლნ ევროს მხარდაჭერა გამოაცხადა

პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, ორგანულ სოფლის მეურნეობის სექტორში, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა. მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს.

, საოჯახო სასოფლო-მეურნეობებისთვის, ოფიციალური / არაფორმალური ფერმერის ჯგუფებისთვის, და ასევე ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტებს გარეთ დაფუძნებული სუბიექტები/ობიექტებისთვის ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რომლებიც ორგანული პროდუქციის შეძენას ახორციელებენ ჩამოთვლილი რეგიონებიდან.

ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან, თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა: ”საქართველოში ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად მიმართული ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყანას ორგანული სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ აუთვისებელია სასოფლო-სამეურნეო საშუალებებზე, კრედიტებზე, ბაზრებზე და ინფორმაციაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობის გამო. ახალი შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის და მცირე მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, სოფლის განვითარების მთავარი კომპონენტია. ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა არის დროული ნაბიჯი გამოწვევების დასაძლევად“.

”ჩვენ გვჯერა, რომ ძალების გაერთიანება უკეთეს შედეგს იძლევა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ გააერთიანა რესურსები პროექტ GRETA-ს სახით, მაღალმთიან რეგიონებში მცირე მეწარმეებისა და მცირე მასშტაბის გადამამუშავებელი საწარმოების მხარდასაჭერად. ამ რთულ დროს მსგავსი ტიპის მხარდაჭერის საჭიროება ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ასებული ვითარებისა, პროექტი GRETA წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას და ხელს უწყობს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, დასაქმებას და სხვა შესაძლებლობების შექმნას” აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა.

ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: ”სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული სექტორია ავსტრია-საქართველოს თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარე კრიზისულ პერიოდში სოფლის მეურნეობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დღესდღეობით, თანადაფინანსების შესაძლებლობების შექმნა, გამოცდილების გაზიარება, მცირე მეწარმეებისთვის და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, ეკონომიკური აღმშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა.”

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი პროექტი/იდეა უნდა ეხმიანებოდეს შემდეგი პრიორიტეტული სფეროებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:

მცირე ფერმერების წახალისება, რომ გადაერთონ კონვენციური/სტანდარტული მეურნეობიდან ორგანულ მეურნეობაზე;

უკვე არსებული ორგანული მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლება და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

პროდუქტის ხარისხისა და მასზე მოთხოვნის ზრდის გაუმჯობესება მარკეტინგული ინიციატივების საშუალებით;

ორგანული სოფლის მეურნეობისა და ბიოლოგიურად სუფთა საკვების პოპულარიზაცია და ზოგადად ორგანულ/ბიო წარმოებაზე ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა როგორც პროექტის სამიზნე რეგიონებში, ასევე ეროვნულ დონეზე;

ორგანული პროდუქტების მწარმოებლებისა და შემსყიდველი კომპანიების დაკავშირება, ბიოწარმოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ზოგადი კოორდინაცია, საზოგადოების ინფორმირება ორგანული პროდუქტების უპირატესობაზე და ზოგადად ორგანული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია;

ბიოწარმოებაში დაშვებული და აუცილებელი საჭიროებების/რესურსების მიწოდება ფერმერებისთვის.

ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარების გამო, COVID-19 ის გავრცელების პრევენციის მიზნით, განაცხადის პირველადი სააპლიკაციო (ინტერესის გამოხატვის) ფორმის მიღება ან მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ონლაინ.

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე;

ან გააგზავნოთ მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე – greta@ada.gv.at

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 მაისი 2020 წ. (16:00 თბილისის დროით). განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე, სრულად შევსებული განაცხადის ფორმა, რომელიც მიღებული იქნება greta@ada.gv.at

ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ
GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გაზიარება200

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს  ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.

დაწვრილებითDetails

მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი "მეგა ტვ"-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ...

დაწვრილებითDetails

მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში
მთავარი

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „19.06.2026 წლის ჩანაწერი - ახალი წინასწარმეტყველება;  ეს არის მცირე ჩამონათვალი, ჩემი ჩანაწერებიდან და ყოველთვის ინახება ის საგულდაგულოდ დაცულ ადგილას. ჩემი ხილვების 100-დან...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ –...

დაწვრილებითDetails

„ეს ნიშანი არ დააიგნოროთ“ – გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მიმართავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჯამრთელობისთვის საზიანო 4 ტიპის საკვებს ასახელებს
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: „დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და...

დაწვრილებითDetails

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „გლორი ტექსტილი...

დაწვრილებითDetails

„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან
მთავარი

ზუგდიდში ცნობილ ექიმს გლოვობენ. ზუგდიდელების გამორჩეულ ექიმს ნარგიზა ვეკუას, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გული აწუხებდა. გულისხმიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან: „საოცრად გულისხმიერი ნარგიზა...

დაწვრილებითDetails

„შენი ლამაზი ღიმილი მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო”- ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სამძიმრის პოსტს ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„შენი ლამაზი ღიმილი მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო”- ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სამძიმრის პოსტს ავრცელებს
მთავარი

ბათუმის N35 საბავშვო ბაღი სოციალურ ქსელში, პატარა ლილე გეგუჩაძეს ემშვიდობება, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. „შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე თვალები და კეთილი გული მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო“, - წერს ბაღი....

დაწვრილებითDetails

112 მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
112 მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ,- ამის შესახებ ნათქვამია 112-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა მოსახლეობას. „გაცნობებთ, რომ 19- 22 ივნისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"