2022-მა გულში დაგვჭრა.
თვალებში ცრემლი დაგვიშრა. ყველა ლოცვა ვთქვით.
311 დღის ყოველი წუთის შესახებ შეგვიძლია საუბარი, მაგრამ სიტყვების უმეტესობა ზედმეტია, არაა საჭირო განმარტებები და გაფორმება – საჭიროა სიჩუმე, რომ გავიგოთ, საჭიროა პაუზა, რომ გვესმოდეს.
ჩვენ არ ვიცით, რას მოგვიტანს ახალი 2023 წელი.
მინდა ყველასთვის ერთი რამ, გამარჯვება ვისურვო და ესაა მთავარი – ერთი სურვილი ყველა უკრაინელისთვის.
დაე, ეს წელი დაბრუნების წელი იყოს – ჩვენი ხალხის დაბრუნების წელი;
მებრძოლების – ოჯახებში, ტყვეების -საკუთარ სახლებში, დევნილების – მათ უკრაინაში.
მინდა,ჩვენი მიწების დაბრუნება ვისურვო, დაე, დროებით ოკუპირებულები სამუდამოდ თავისუფლები გახდნენ.
მინდა ვისურვო ჩვეულებრივი ცხოვრების დაბრუნება, ბედნიერი წუთები კომენდანტის საათის გარეშე, მიწიერი სიხარულები საჰაერო განგაშის გარეშე.
მინდა ვისურვო იმის დაბრუნება, რაც მოგვპარეს – ჩვენი შვილების ბავშვობა, ჩვენი მშობლების მშვიდი სიბერე.
დაე, ეს ყველაფერი მოიტანოს ახალმა წელმა.
ჩვენ მზად ვართ, ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლოთ. ზუსტად ამ ყველაფრისთვისაა აქ თითოეული ჩვენგანი.
მე აქ ვარ
ჩვენ აქ ვართ.
თქვენ აქ ხართ.
ყველა აქ ვართ.
ჩვენ ვართ უკრაინა!
დიდება უკრაინას !
გილოცავთ ახალ წელს !