ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს თავშესაფრის თხოვნით მიმართონ. ამ თემაზე ზაზა გახელაძის ცოლმა და დედამ გუშინ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
“ჩვენ, ოჯახი არ ვაპირებთ გაჩერებას, ის მოთიმენა რაც იყო, უკვე მორჩება. დავაანონსეთ გარეთ გასვლა, არ გამოვრიცხავთ აქციებსაც. პირველი ესაა, რომ შევხდებით პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს, აქედან დაიწყებთ შეხვედრებს, გავივლით ყველა იმ ინსტანციას. არაა გამორიცხული, რომ თავშესაფარი ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს. რთული იქნება ეს ჩემთვის, მაგრამ მე ამას გავაკეთებ”, – თქვა ირმა ბუთხუზმა.
ცნობისთვის : შეგახსენებთ, ამ დროისათვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ ჰყავს დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე. მათ საპოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ედავებიან, აქედან ერთ-ერთი ზაზა გახელაძეა.
წყარო ” მთავარი “.










