,,მადლობა ყველას გულშემატკივრობისათვის და ზღვა ემოციებისათვის❤️❤️❤️ ოლიმპიადაზე ცუდად ასპარეზობის შემდეგ რაღაც პერიოდი ვფიქრობდი რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა არ მინდოდა… მარცხმა საკმაოდ იმოქმედა ჩემზე ამიტომ ასე ვფიქრობდი. რთული იყო ამ შემართებით და ტაუმვებით ვარჯიში. მადლობა რომ აქამდე მომიყვანე და დღეს შენი წყალობით მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი ვარGiorgi Asanidze მადლობა რომ გჯეროდა❤️❤️❤️ ასევე მადლობა მინდა გადავუხადო Gia Tsirekidze Avto Gakhokidze Giorgi Tchintcharauli Ruslan Gibradze მადლობა ყველაფრისათვის❤️❤️❤️” – წერს სოციალურ ქსელში შოთიკო მიშველაძე.
ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ძალოსნობის ეროვნული ფედერაციამ გაავრცელა.
,,შოთა მიშველიძემ ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა! ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობა დასრულდა ატაცში, სადაც შოთა მიშველიძემ 126 და 131 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!”










