რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის მედიაციის მოლოდინში არიან – 12 ივნისს საქართველოში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობა ჩამოდის, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს.
ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობასაც ხელისუფლებისადმი ისეთივე მოთხოვნები აქვს, რომელიც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებს. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი ჩართულობით ხელისუფლებასთან დიალოგი უფრო ეფექტიანი იქნება, რის შედეგადაც ხეობაში აიღებენ ბარიკადებს, გაიყვანენ პოლიციას და სამუშაოები შეწყდება.
“ველოდებით შაბათის შეხვედრას, ვნახოთ ევროკავშირის ჩართულობით რა შედეგს გამოიღებს დიალოგი და ხელისუფლება მოვა თუ არა გონს, წამოვა თუ არა დათმობაზე, დააკმაყოფილებს თუ არა ჩვენ პირობებს და ამის მიხედვით გავაგრძელებთ შემდეგ ნაბიჯებს”, – თქვა რიონის ხეობის მცველმა მაკა სულაძემ.
რიონის ხეობის მცველების პროტესტი უკვე 225-ე დღეა გრძელდება.
Mtavari.tv










