
რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებას აქციურად ცდილობენ “რეალი” და “მანჩესტერ სიტი”, ცოტა ხნის წინ კი მსურველთა რიცხვს “ლივერპულიც” დაემატა. მიუნხენის “ბაიერნს” ეშინია თავისი შემტევის უფასოდ დაკარგვის და ამიტომ, მომავალი ზაფხულისთვის მის გაყიდვასაც საკმაოდ სერიოზული კუთხით განიხილავს. პოლონელი ფორვარდის კონტრაქტი გათვლილია 2023 წლამდე და მის გახანგრძლივებას ის არ ჩქარობს.










