ხვალ 27 მაისს ქუთაისში საკრებულოს რიგით 30-ე სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა შეღავათის დაწესების თაობაზე იმსჯელებენ.
“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23
მარტის N181 დადგენილების შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა მგზავრთა გადაყვანა. ამ პერიოდის განმავლობაში, შემცირებული შემოსავლის პირობებში, გადამზიდავი კომპანიებისთვის სირთულეს წარმოადგენს ნებართვის საფასურის გადახდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, 2020 წლის პირველი მარტიდან პირველ ივნისამდე (სამი თვე) პერიოდისთვის, ნებართვის გაცემის საფასურისაგან 100%-ით გათავისუფლდებიან ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადამყვანი M1 (მსუბუქი ავტომობილები), M2 (ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით) და M3 კატეგორიის
(ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გამწევი კომპანიები.
დეპუტატები ასევე იმსჯელებენ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში მე-7 საკითხის
შეტანის თაობაზე. ინიციატივა გულისხმობს საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ქუთაისში დასახლებული
ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათის დაწესებას.
საკითხის დამტკიცების შემთხვევაში, ფიზიკური პირები, 2020 წლის 1 მარტიდან – 1 ივნისამდე
პერიდოისთვის სრულად გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლის გადახადისაგან.” – ნათქვამია ქუთაისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










