“ადგილობრივი მმართველობის მხარდამჭერი $21-მილიონიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ათეულობით მუნიციპალიტეტი ისარგებლებს, მათგან რამდენიმე იმერეთშია. პროგრამის მიზანია ადგილობრივ მმართველობას დაეხმაროს ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეზე მორგებული სერვისების მიწოდებაში.იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ქუთაისის მერთად შეხვედრისას ეს ერთ-ერთი პროგრამა იყო, რომელიც განვიხილეთ. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონის საჭიროებებსა და თანამშრომლობის გაგრძელების გეგმებზე. დიდი მადლობა ბატონ ზვიადსა, იოსებსა და იმერეთის რაიონის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს ჩვენი გულთბილი მასპინძლობისთვის.“-ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში .
ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ,,მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ხონის სოფელ გორდის მკვიდრია.










