ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ ნომინანტები გამოაცხადეს.
ნომინაციების მიხედით, ნოა ბაუმბაკას „ქორწინების ისტორია“ ლიდერობს, რომელშიც მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი ასრულებენ.
ნომინაციაში „საუკეთესო დრამატული ფილმი“ „ქორწინების ისტორიასთან“ წარდგენილია
„ირლანდიელი“
„1917“
„ჯოკერი“
„ორი პაპი“
კატეგორიაში „საუკეთესო კომედიური ფილმი“ ოქროს გლობუსისთვის შემდეგი ფილმები იბრძოლებენ:
„ერთხელ ჰოლივუდში“,
„მე მქვია დოლემაიტი“,
„კურდღელი ჯოჯო“,
„დანები“
„როკეტმენი“.
ნომინაციაზე „საუკეთესო დრამატული სერიალი“ წარდგენილები არიან:
„მემკვიდრეები“,
„დიდი პატარა ტყუილები“,
„ევას მკვლელობა“
„დილის შოუ“.
„საუკეთესო კომედიური სერიალისთვის“ ოქროს გლობუსის მოსაპოვებლად იბრძოლებენ:
„ბარი“,
„კომინსკის მეთოდი“,
„პოლიტიკოსი“,
„გასაოცარი მისის მეიზელი“
Fleabag
საუკეთესო მინისერიალის ნომინაციაზეა წარდგენილი: „ჩერნობილი“
გამარჯვებულებს 5 იანვარს გამოაცხადებენ.
როგორ ფიქრობთ რომელი ფილმი ან სერიალი გახდება გამარჯვებული, გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი ვარაუდი.