“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა. კვლევის შედეგად 46-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი
უზუსტობა.
“მათ შორის: დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის
მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.
გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია
შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის
საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. კვლევაში მოცემული ინფორმაცია
დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე.”- წერია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში










