საერთშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი” 2023 წლის გამარჯვებულები ცნობილია.
,,მეგა ტვ” წარმოგიდგენთ ნომინაციებს:
ჟიურის სპეციალური პრიზი: სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი ,,12 განრისხებული მამაკაცი”
ფესტივალის აღმოჩენა: საჩხერის სახალხო თეატრი ,,მრგვალი და მახვილი თავები”
ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი: სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი გიგა აბულაძე, სპექტაკლი ,,12 განრისხებული მამაკაცი”.
ახალგაზრდა ქალი მსახიობი: თერჯოლის სახალხო თეატრის მსახიობი ლიზი მეფარიძე, სპექტაკლი ,,ფაბრიკის გოგოები”
მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი: ზურაბ ყურაშვილი, წყალტუბოს სახალხო თეატრის სპექტაკლი ,,სამანიშვილის დედინაცვალი”
ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი: მარიამ მელაძე, ხონის სახალხო თეატრის სპექტაკლი ,, მერე რა რომ სველია, სველი იასამანი”
მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი: გიგა ბუბუტეიშვილი, ვანის სახალხო თეატრი, სპექტაკლი ,,ვალი”
ქალის მთავარი როლის შემსრულებელი: ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი ,,დოდოს მოლოდინში”
საუკეთესო მუსიკა: ვანის სახალხო თეატრი, სპექტაკლი ,,ვალი”
საუკეთესო რეჟისორი: ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის სახალხო თეატრი, სპექტაკლი ,,დოდოს მოლოდინში”
საუკეთესო სცენოგრაფია: წყალტუბოს სახლი თეატრი ,,სამანიშვილის დედინაცვალი” და ბაღდათის სახალხო თეატრი ,,ბინა”
ახალგაზრდა ჟიურის ჯილდოები:
საუკეთესო რეჟისორი ქალი მარიმ სიხარულიძე, ტყიბულის სახალხო თეატრი ,,უსამშობლო კაცი”
საუკეთესო რეჟისორი კაცი: ზაზა კიკნაველიძე, წყალტუბოს სახალხო თეატრი ,,სამანიშვილის დედინაცვალი”
ახალგაზრდული ჟიურის სიმპატია და საუკეთესო როლის შემსრულებელი: სულიკო იოსელიანი, წყალტუბოს სახალხო თეატრი ,,სამანიშვილის დედინაცვალი”
საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი” გამარჯვებული გახდა ტყიბულის სახალხო თეატრის სპექტაკლი,, უსამშობლო კაცი”.
საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი” მე-14 სეზონი საზეიმოდ დღეს, პირველ ივლისს დაიხურა.










