ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ინგლისის ჩემპიონატის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გასულ თვეში ტრენტმა 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა , 1 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში მცველმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე ერთი გოლი და ათი საგოლე გადაცემაა.
გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...










