“არც ვიცი რა უნდა ვთქვა, სიტყვებსაც ვერ ვპოულობ.. საინფორმაციოში ისე გავატარე ვიღაცის მკვლელობის ამბავი ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ჩემი მრჩეველი, მეგობარი და ყველაზე მხიარული ადამიანი იქნებოდა.. ავთო იმ ადამიანების მცირე კატეგორიაში შედიოდა ვინც დოლფის უყვარს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი გრძნობდა რა ძალიან ძალიან მაგარი ადამიანი იყო.. რის გამო, არ მესმის ავთოსნარი ადამიანი როგორ უნდა გაიმეტო.. ავთო ნათელში იყავი.. მე და დოლფის ძალიან ძალიან მოგვენატრები.” – წერს ფეიბუკში გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი.
დღეს ჩოხატაურში, სოფელ გუთურში სანადირო თოფით მოკლული 26 წლის ავთო კალანდაძეა. ის ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა და ჩოხატაურში კორონავირუსის მიერ გამოწვეული მდგომარეობის გამო იმყოფებოდა.
ახალგაზრდა მამაკაცს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს. ერთ-ერთი ვერსიით ჩადენილი დანაშაული ვალს უკავშირდება. დამნაშავემ მოგვიანებით ოჯახში დარეკე და განუცხადა რომ მათზე საბოლოოდ იძია შური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.