ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალები მეზობლები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი შურა ღვინიანიძეა. გუშინ ღამით ქალებს ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა.
გავრცლებული ინფრომაციით, ორი ავტომობილი ერთმანათეს სისწრაფეში ეჯიბრებოდა. როგორც ცნობილია დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქვეითებს დაეჯახა, მეორე ავტომობილს კი ქალი მართავდა, მაგრამ მისი ბრალეულობა არ იკვეთება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.










