შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
„დიდი ტრაგედია მოხდა ჩვენ რაიონში. ეს ბავშვი, კახაბერ ფარქოსაძე სოფელ ქობეთში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, ექსკურსიაზე იყვნენ წასულები რაჭაში. აგრეთვე, ჩემი ინფორმაციით მშობელიც იქ იყო. ამ დროისთვის გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული”,- ამბობს საჩხერის მერი, ბენიამენ ფალავანდიშვილი.
შეგახსენებთ, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.