არაგვისპირში მომხდარ ტრაგერდიაში ბრალდებული, დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ვლადიმერ ფრიდონაშვილია, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში მერსედესის მარკის ავტომობილით 17 წლის ლიკა ზაქაიძე იმსხვერპლა.
ტრაგედიას მოზარდის დედაც შეესწრო, რომელიც შვილს გზის მეორე მხარეს ელოდებოდა.
როგორც ცნობილია გარდაცვლილი არასრულწლოვანი არაგვისპირის ეკლესიაში გალობდა .


პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვლადიმერ ფრიდონიშვილი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლიკა ზაქაიძე იმსხვერპლა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.










