ზუგდიდში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ნატა ბერულავაა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი მანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ნატა ბერულავა ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ცნობით მას ფეხები აქვს მოტეხილი.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია .










