ხონში ავარიას 2 ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. გარდაცვლილები სოფელ კუხის მაცხოვრებლები გიორგი ჩანქსელიანი და ვალოდიკო ბალანჩივაძე არიან.
ავარიის შედეგად დაშავებული მესამე პირი მძიმე ტრამვებით საავადმყოფოშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ავარია 2 იანვარს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითთ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.