დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ის ექიმები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, ექიმთა ეთიკურ კოდექსს, ანუ ჰიპოკრატეს ფიცს არღვევენ.
“ეს არის ჩვენი, ექიმთა ეთიკური კოდექსის დარღვევა. ანუ იმ ფიცის, რომელსაც ჩვენ ვდებთ, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტს ვამთავრებთ – ჰიპოკრატეს ფიცის.
როცა იცი, რომ აცრა შველის ადამიანს და ძალიან მაღალი პროცენტით, პრევენციას უკეთებს გართულებებსა და სიკვდილს და ამაზე შენ უარს ამბობ, ეს არის ეთიკური კოდექსის დარღვევა და ამას ჩვენი კოლეგები არ უნდა აკეთებდნენ,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.










